ადამიანის გენოტიპირება, ფარმაკოგენომიკა და მიკრობიომების კვლევა მიკროჩიპების გამოყენებით
Axiom - გენოტიპირების სისტემა არის პლატფორმა დიდი მასშტაბის გენოტიპირების კვლევებისთვის და ხასიათდება მთელი რიგი უპირატესობებით, მათ შორის:
სამედიცინო კვლევები მაღალი სიზუსტით
- ფართო სპექტრის შესაძლებლობების მქონე, პოპულაციურ კვლევებზე ორიენტირებული ტესტ-სისტემა ხასიათდება მაქსიმალური სიზუსტით სამედიცინო მნიშვნელობის კვლევებისას;
- მასშტაბურ გენომურ კვლევებზე გათვლილი სისტემა მოიცავს კლინიკურად ინფორმატიულ მარკერებს;
- გენეტიკასა და დაავადებათა განვითარებას შორის კავშირის დადგენის შესაძლებლობა.
უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებზე ადაპტირებული
- მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ტესტ-სისტემები, მარკერების შერჩევის მოქნილი შესაძლებლობებით, თავსებადი DTC აპლიკაციებთან;
- სრულიად ავტომატიზებული ტესტ-სისტემა, რომლის გამოყენებაც უზრუნვეყოფს შედეგების სტაბილურობას და მინიმუმამდე ამცირებს მათ შორის არსებულ ვარიაბელობას;
- Y-ქრომოსომის და მიტოქონდრიული დნმ-ის (mtDNA) ავტომატიზებული ანალიზი.
ფარმაკოგენომიკა
- ნიმუშების სკრინინგის შესაძლებლობა ფარმაკოგენომიკური რისკის შესაფასებლად;
- გენის ასლთა ვარიაცების (CNV) ანალიზი;
- ალელთა და ტრანსლაციური ანალიზი, წამყვანი მნიშვნელობის მქონე გენების შესასწავლად.
ბიობანკების გენოტიპირება
- ტესტ-სისტემები მაღალი ხარისხის, ფართომასშტაბიანი გენომური კვლევებისთვის;
- GWAS მოდული პოპულაციური კვლევებისთვის;
- ცვალებადი მოდულები სპეციფიკური აპლიკაციებისთვის, მათ შორის: ტრანსპლანტაციის, HLA-ტიპირების, ანთებითი პროცესების, ფარმაკოგენომიკული, eQTLs, CNV მონაკვეთების კვლევებისა და სხვა დანიშნულებებისთვის.
Axiom - ტესტ-სისტემები
Axiom - სამედიცინო კვლევები უმაღლესი სიზუსტით
ტესტ-სისტემები ეფექტური ფასით, გლობალური სკრინინგული კვლევებისთვის, მათ შორის პოპულაციური, GWAS და კლინიკური სადიაგნოსტიკო კვლევითი მიზნების განსახორციელებლად. კერძოდ, Axiom - სისტემა საშუალებას იძლევა დავადგინოთ ურთიერთკავშირი გენეტიკასა და კომპლექსურ დაავადებებს შორის.
Axiom myDesign - გენოტიპირების ტესტ-სისტემები
მკვლევარის ინტერესების მიხედვით შექმნილი ტესტ-სისტემები იდეალურია დაავადებების, პრეპარატების ეფექტურობის, ან პოპულაციური კვლევებისთვის. ექსპერიმენტებისას გამოიყენება გენეტიკური ვარიანტები ან SNP-ვარიანტები Axiom-ის მონაცემთა გენომური ბაზიდან, რომელიც მსოფლიოში უდიდეს მონაცემთა ბაზას წარმოადგენს გენოტიპირებისა და SNP - ტესტირებისთვის.
Axiom Biobank - გენოტიპირების ტესტ-სისტემები
მაღალი წარმადობის პლატფორმები იდეალური გენოტიპირებისა და მასშტაბური კვლევებისთვის.
ფარმაკოგენომიკური კვლევები მიკრო-ჩიპებით
იდეალური პლატფორმა ტრანსლაციური კვლევებისთვის ჯანდაცვის, ფარმაკოლოგიური, ბიობანკების კვლევებისა და სხვა სამცენიერო ორგანიზაციებისთვის, რომელთა მიზანია გენეტიკური ვარიაციების გავლენის შესწავლა პრეპარატების შეთვისებაზე, ორგანიზმში მათ გავრცელებაზე, მეტაბოლიზმსა და ექსკრეციაზე.
Axiom პოპულაციურ კვლევებზე ფოკუსირებული ტესტ-სისტემები
Axiom - პოპულაციურ კვლევებზე ოპტიმიზებული ტესტ-სისტემები - გენოტიპირების პანელებია, რომლებიც გვთავაზობს როგორც იშვიათი, ასევე გავრცელებული გენეტიკური ვარიანტების კვლევას მემკვიდრული პათოლოგიების ეფექტური, გენომური მასშტაბის შესწავლისათვის.
Axiom-ის მიკრობიომების კვლევები
ნაკრები საშუალებას იძლევა განხორციელდეს ყველა ცნობილი მიკროორგანიზმის დეტექცია ნიმუშში.